კალენდარი

arrow მაისი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
212223242526
27
28293031   
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

სოფლის მეურნეობის, სატყეო საქმის, მეთევზეობის, ვეტერინარიის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა

13 დეკემბერი, 2016

12 დეკემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ჩატარდა სოფლის მეურნეობის, სატყეო საქმის, მეთევზეობის, ვეტერინარიის მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განიხილეს თევზის მოშენების ტექნიკოსის პროფესიული სტანდარტი, რომელიც შეიქმნა პროფესიულ კოლეჯ "ფაზისის" მიერ  ათასწლეულის გამოწვევების ფონდის საქართველოს პროფესიული განათლების პროექტის  "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის" ფარგლებში.

სოფლის მეურნეობის, სატყეო საქმის, მეთევზეობის, ვეტერინარიის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს  თევზის მოშენების ტექნიკოსის პროფესიული სტანდარტის დასამტკიცებლად.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge