კალენდარი

arrow ივნისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
123
4
567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

შეხვედრა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარესთან

3 ოქტომბერი, 2014

3 ოქტომბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა. 

 
შეხვედრაზე, ქალბატონმა თეა სიფრაშვილმა, „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ 2014 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა, სადაც ნათქვამია, რომ მუშაობის პროცესშია 62 პროფესიული პროგრამა და ნოემბრიდან იწყება 50 მოდულის პილოტირების პროცესი. ასევე, იგეგმება 100 პროფესიული სტანდარტის განახლება, რომელიც დაეფუძნება DACUM მეთოდოლოგიას. 
 
შეხვედრისას სტუმარს წარუდგინეს მოდულური პროფესიული პროგრამების საწარმოო მომზადების კომპონენტები და ხაზი გაუსვეს იმ ძირითად საკითხებს, რაზეც ამ კომპონენტების ფარგლებში იქნება ფოკუსი გაკეთებული, მათ შორის: სასწავლო და დასაქმების გარემოს შორის მჭიდრო კავშირს, დროულ პროფორიენტაციას, სტუდენტთათვის შრომითი ურთიერთობების კულტურისა და კორპორატიული ღირებულებების ჩამოყალიბებას და სხვ.
 
ბატონმა ირაკლი პეტრიაშვილმა აქცენტი გააკეთა შრომის უსაფრთხოების საკითხებზე. მან აღნიშნა, რომ დამსაქმებელმა უნდა შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო და დასაქმებულმა, თავის მხრივ, უნდა იცოდეს წესები ქონებისა და  მატერიალური ხელსაწყოების დაცვის შესახებ. ხაზი გაესვა სტუდენტისთვის კორპორატიული პატრიოტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას. ბატონმა ირაკლიმ ისაუბრა  შრომითი მიგრაციის, ასევე, შესაძლო ტრეფიკინგის საფრთხეებზე და მის წინააღმდეგ პრევენციული და ინტერვენციული ღონისძიებების შესახებ ცოდნის მიცემის საჭიროებაზე.
 
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ  მადლობა გადაუხადა „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ადმინისტრაციას საინტერესო პრეზენტაციისთვის და გამოთქვა მზადყოფნა ურთიერთანამშრომლობის მემურანდუმის გაფორმებაზე. 
  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge