კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
2930    

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

შეხვედრა დამსაქმებლებთან

22 სექტემბერი, 2014

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2014 წლის 9 სექტემბერს  „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში  გაიმართა შეხვედრა დამსაქმებლებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ა(ა)იპ-საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, სს ლიბერთი ბანკის, შპს ბორჯომის,   შპს G Paradise-ს, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიის,  ჯაა მენეჯმენტის, შპს თბილისი ქორთიარდ მერიოტის, შპს სილამაზის აკადემია ,,ნატალის“, სს ენერგო-პრო ჯორჯიის, შპს დიოს, შპს ბიოტექსის, შპს უნივერს ბიზნეს გრუპის,  სს ლომისის, შპს ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის, შპს დრ. როდგერ კონტრაქტ ქლინინგის, შპს კნაუფ გიპს თბილისის, შპს ჯეოსთაილი, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრისა და პროგრამის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 
 
პროგრამის მენეჯერმა, ქალბატონმა თამარ მახარაშვილმა,  შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროგრამის მიზნები და ამოცანები, კერძოდ, კი ისაუბრა პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტანდარტების განახლებასა და  მოდულური პროფესიული პროგრამების შემუშავების მიზნით მიმდინარე ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ეფუძნება საერთაშორისო დონეზე აპრობირებულ DACUM მეთოდოლოგიას. თამარ მახარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პროგრამის დაკვეთით ორგანიზაცია შპს ბი-სი-ჯი-კვლევა 21 დარგობრივი მიმართულებით ატარებს ანალიზს საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული და მოთხოვნადი სამუშაოების  გამოვლენის მიზნით. 
 
პროგრამის მენეჯერმა ხაზი გაუსვა პროფესიული პროგრამების შემუშავების კუთხით  დამსაქმებლებთან თანამშრომლობას და სთხოვა მათ აღნიშნულ პროცესებში ჩართვა.     
 
ქ-ნმა თამარმა აღნიშნა, დამსაქმებლებთან დიალოგი აჩვენებს, რომ მოდულური პროგრამის ზოგადი უნარების განვითარებაზე მიმართული ბლოკი ნებისმიერი ორგანიზაციისათვის არის პრიორიტეტული. მნიშვნელოვანია დამსაქმებლების უკუკავშირი იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა კომპეტენციებს უნდა იძლეოდეს აღნიშნული მოდულები, რათა კურსდამთავრებულები აკმაყოფილებდნენ შრომის ბაზრის ცვალებად მოთხოვნებს და შეძლონ წარმატებულად დასაქმება, ასევე თითოეული ორგანიზაციის წინსვლაში წვლილის შეტანა.
 
 
შეხვედრაზე  პროგრამის ფასილიტატორმა ქალბატონმა ეკა ნაცვლიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია-„პიროვნული და ინტერპერსონალური უნარებისა“ და „კომუნიკაციის უნარ-ჩვევების“ მოდულების კონცეფციის შესახებ, რომელშიც ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული კურსი  მოიცავს დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილ უნარებს და მისი მიზანია  უნარების გავარჯიშება და არა თეორიული ცოდნის მიღება. 
 
 
შეხვედრის ბოლოს დამსაქმებლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ პროცესში და პროგრამის ადმინისტრაციას მიაწოდონ რეკომენდაციები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. 
  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge