კალენდარი

arrow მაისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627283031

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

ფასილიტატორების გაცნობითი შეხვედრა გაიმართა

30 ივლისი, 2014

25 ივლისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილე 57 ფასილიტატორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს 2014 წლის სამუშაო გეგმა და ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც ფასილიტატორები 2014 წლის ბოლომდე იმუშავებენ. 

 
შესაბამისი დარგისა და განათლების ექსპერტებისგან შეიქმნა ორკაციანი სამუშაო ჯგუფები, რომელთა ფუნქციას მათი დარგობრივი მიმართულებებით პროფესიული პროგრამების შემუშავების ხელშეწყობა წარმოადგენს. შეხვედრაზე შეაჯამეს 2013 წელს განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები. 
 
პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფასილიტატორები თავიანთი ტრენინგების განრიგს გაეცნენ. ტრენინგები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 28 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება და მათ უხელმძღვანელებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების კოორდინატორი თამარ ხატიაშვილი და სტუდენტთა შეფასების ინსტრუმენტების განვითარების კოორდინატორი ბელა სარია. 
  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge