კალენდარი

arrow მარტი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
31
     

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

შეხვედრა სატელევიზიო და კინოხელოვნების დარგის წარმომადგენლებთან

27 მარტი, 2015


27 მარტს ილიაუნის სასწავლო სატელევიზიო ცენტრის ინიციატივით სატელევიზიო და კინოხელოვნების სფეროში არსებული პროფესიული კვალიფიკაციების იდენტიფიცირების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სატელევიზიო კომპანიების და სხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროექტის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა კინოს მიმართულების საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული კვალიფიკაციების ჩამონავალი.

პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა მიმდინარე წლის განმავლობაში 100-მდე ახალ პროფესიულ კვალიფიკაციაზე გეგმავს მუშაობას. ამიტომაც მიესალმება დარგობრივი ჯგუფების მხრიდან მსგავს ინიციატივებს და ასეთ შეხვედრებში ჩართულობის მზაობას გამოხატავს, რაც შრომის ბაზარზე რეალურად მოთხოვნადი კვალიფიკაციების ფორმირების პროცესს უწყობს ხელს.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge