კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
2930    

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

შეხვედრა ხარისხის უზრუნველყოფის ანალიზისთვის

29 აპრილი, 2015


28 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ), ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოს (MCA) - კომპეტენციებზე დაფუძნებული უნარებისა და სამუშაო ძალის განვითარების პროექტის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


შეხვედრის მიზანი იყო ხარისხის უზრუნველყოფის ანალიზის ჩატარება, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის დღევანდელი სტატუსისა და ძირითადი საჭიროებების დადგენა. კერძოდ, იმ საჭიროებების გამოვლენა, რომლებიც უკავშირდება შიდა და გარე ვერიფიკაციას.

შეხვედრაზე გაზიარებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის დღევანდელი სტატუსის შესახებ სიტუაციური ანალიზისა და ვერიფიკაცის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესახებ ანგარიშის პროექტის შედგენისათვის, რაც საფუძვლად დაედება ქვეყანაში სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული პროფესიული კვალიფიკაციების დამსაქმებლის მოთხოვნებთან თავსებადობისა და სანდოობის უზრუნველყოფის ღონისძიებებს.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge