კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
29
30    

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

მოდულური პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების კონსულტირების პროცესი დაიწყო

13 მაისი, 2015


პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან ინტენსიური კონსულტირების პროცესი დაიწყო.

პროცესი თვის ბოლომდე გაგრძელდება და შედეგად დაწესებულებებს მიეწოდებათ სრული ინფორმაცია პროგრამების დანერგვასთან და განხორციელებასთან დაკავშირებით. შეხვედრებზე მოხდება ავტორ ფასილიტატორების მიერ კონკრეტული პროგრამებისა და მოდულების პროექტების პრეზენტაცია, განხილვა და ცალკეული საკითხების შეჯერება, რის შემდეგაც პროგრამებს შესაბამისი დარგობრივი საბჭოები განიხილავენ.

„მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესში ძალიან მაღალია როგორც საჯარო, ისე კერძო პროფესიული, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობის ხარისხი, რაც ერთის მხრივ შედეგზე ორიენტირებული მიდგომებით, ხოლო მეორეს მხრივ პროგრამების შექმნის პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა თავიდანვე აქტიური მონაწილეობითაა გამოწვეული, რამაც პროფესიული განათლების მასწავლებლებს საშუალება მისცა სწორად შეეფასებინათ მოდულური პროგრამების უპირატესობები“ - განაცხადა პროგრამის მენეჯერმა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge