კალენდარი

arrow მაისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627283031

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში შექმნილი 8 მოდულური პროფესიული პროგრამის ვალიდაცია წარმატებით განხორციელდა

15 მაისი, 2015


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 14 მაისს გაიმართა ტურიზმისა და სასტუმრო-სარესტორნო მიმართულების 8 მოდულური პროგრამის ვალიდაცია.  ვალიდაციაში, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად,  მონაწილეობას იღებდა  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  მიერ  მოწვეული დოქტორი ჯერალდ  ვენცელი, რომელიც ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მსოფლიოში ცნობილი ექსპერტია. ის შესაბამისი სპეციალიზებული სასწავლებლის ხელმძღვანელი და ათამდე დარგობრივი ასოციაციის წევრია. აქტიურადაა ჩართული როგორც საგანმანათლებლო, ისე ტურიზმის განვითარების პოლიტიკის შემუშავების საკითხებში.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროპული განათლების სისტემისკენ დგამს ნაბიჯებს, თქვენი კვალიფიკაციები თავსებადია ევროპულთან, თუმცა ბუნებრივია, ეროვნულ თავისებურებებს ითვალისწინებს. დიდი შრომაა გაწეული. პროდუქტი მისაღებია როგორც ფორმის, ისე შინაარსის თვალსაზრისით“ - განაცხადა ჯერალდ ვენცელმა.

შეხვედრის დასასრულს სტუმარმა ისაუბრა პროფესიული განათლების გერმანულ მოდელზე, გერმანული კვალიფიკაციების სისტემაზე, ზოგადად ტურიზმისა და სასტუმრო-სარესტორნო მიმართულების კვალიფიკაციების განვითარების აქტუალობაზე მთელ ევროპაში.    

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge