კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12
13
1415161718
19202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, თამარ მახარაშვილის განცხადებით, პროფესიული განათლების რეფორმა წარმატებით ხორციელდება.

31 ივლისი, 2015

როგორც მახარაშვილმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, პროფესიული კადრების მომზადების პროცესში უშუალოდ დამსაქმებელიც ჩართულია.

 
„განათლების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმნიშვნელოვანეს რეფორმას ახორციელებს, პროფესიული განათლების განვითარებასა და პოპულარიზაციის კუთხით. პროფესიული სტანდარტების გადახედვის აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში  მას შემდგეგ, რაც საკითხი დადგა ასე: სახელმწიფოს სჭირდება პროფესიონალი კადრები, რომლებიც შრომის ბაზარზე აუცილებლად იქნებიან დასაქმებულები, ამიტომ მეთოდოლოგია, რომლითაც ხდება ახალი პროფესიული სტანდარტების შემუშავება, აგებულია სწორედ ამაზე. სტანდარტების გადახედვა ხდება მეთოდოლოგიით, რომელიც თავისთავში დამსაქმებლის უშუალო ჩართულობას მოიცავს, ანუ დამსაქმებელი თავად გვკარნახობს, თუ რა კომპეტენციის და უნარ-ჩვევების კადრი სჭირდება მას დასასაქმებლად შრომის ბაზარზე. სტანდარტის შემუშავების შემდეგ პროგრამაში ერთვებიან პროფესიონალები განათლების მიმართულებით, დარგის სპეციალისტები და წერენ საგანმანათლებლო პროგრამასა და მოდულებს. ამ პროცესმა და მეთოდოლოგიამ გაამართლა, ვინაიდან დამსაქმებლების ჩართულობა მაღალი იყო და 500-მდე კომპანიამ მიიღო მასში მონაწილეობა. ეს პროდუქტი ვალიდაციას გადიოდა სხვა 10 პროფესიონალთანაც. გადა ამისა, სანამ დასამტკიცებლად განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის დირექტორს წარედგინება, ის იხილება დარგობრივ საბჭოში. საბჭოში კი ჩართულია დამსაქმებელთა ასოიციაცია, გაერთიანებული პროფკავშირები, დარგობრივი სამინისტროები და კერძო და საჯარო კოლეჯების ასოციაციები“, - განაცხადა მახარაშვილმა.
 
მისი თქმით, 2015 წელს 52 მოდულური პროგრამა ინერგება, ხოლო 2017 წლისთვის პროფესიული განათლების სწავლება მოდულურ სისტემაზე გადავა.
 
„ამჟამად, ახალი სტანდარტები და პროგრამები დამტკიცებულია და ჩვენ ვართ უსერიოზულეს ფაზაში, როდესაც მოდულური პროგრამა ინერგება უკვე კოლეჯებში და უმაღლეს დაწესებულებებში. როდესაც ვსაუბრობთ ახალ პროგრამებზე, აუცილებელია, ვახსენოთ ის რესურსი, რომელიც ამ პროგრამის განხორციელებას სჭირდება. კერძოდ, ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსი. უმნიშვნელოვანესია, ასევე, პროგრამის დანერგვის პროცესში მონიტორინგის რგოლი. ეს გზა ადვილი არ იყო, 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აღნიშნულ პროდუქტზე მუშაობა. ერთი წლის წინ კი ჩვენ ჩავუშვით მოდულების პილოტირება კონკრეტულ კოლეჯებში. კერძო კოლეჯებმა მოდულების პილოტირება ბოლომდე შეძლეს. კონკრეტული მოდულის გავლის შემდეგ, მსმენელი ერთ კომპეტენციას გადის, ამიტომ ასეთი პროგრამის გავლა არამხოლოდ ახალგაზრდისთვის არის საჭირო, არამედ დასაქმებული ადამიანებისთვისაც, რომლებიც საკუთარი უნარების უფრო მაღალ დონეზე განვითარებას შეძლებენ. ამიტომაცაა, სწორედ, მოდულური სისტემა მოქნილი, განსხვავებით საგნობრივი სისტემისგან. წელს 52 მოდულური პროგრამა ინერგება, ხოლო 2017 წლისთვის სწავლება მოდულურ სისტემაზე გადავა“, - აღნიშნა თამარ მახარაშვილმა.
  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge