კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829
30
    

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ლატვიის დელეგაციას უმასპინძლა

16 სექტემბერი, 2015

15 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ლატვიის 28 კაციანი დელეგაცია ეწვია. დელეგაცია ლატვიის კერძო და საჯარო პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელი პირებისგან შედგებოდა. ვიზიტის მიზანი საქართველოში პროფესიული განათლების კუთხით მიმდინარე რეფომების გაცნობა იყო. სტუმრებს  "პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამამ" უმასპინძლა. პროგრამის კონსულტანტმა ლატვიელ სტუმრებს გააცნო საქართველოში მოდუური პროგრამების დანერგვის კუთხით მიმდინარე საქმიანობა და მიღწევები. ლატვიელმა სტუმრებმა მიმდინარე რეფორმებს მოწონებით შეხვდნენ და ამ კუთხით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

 

ლატვიის დელეგაცია საქართველოში კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფება და ქვეყანაში კვირის ბოლომდე დარჩება. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მონაწილეობას ორმხრივ ღონისძიებებში მიიღებენ და ეწვევიან პროფესიული განათლების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივით.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge