კალენდარი

arrow ივნისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
123456
7
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა

2 ნოემბერი, 2015

 


30 ოქტომბერს ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. სხდომაზე შესაბამისი მიმართულების პროფესიული სტანდარტების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების პროექტები განიხილეს.


საბჭოს წევრებმა, რომელშიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები არიან შეყვანილნი, დადებითი რეკომენდაცია მისცეს ცენტრის დირექტორს ანიმატორის (კლასიკური ანიმაცია), მონტაჟის რეჟისორის, ტელეოპერატორის, საინფორმაციო პროგრამის ოპერატორი-მემონტაჟის პროფესიული სტანდარტებისა და შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო ჩარჩო დოკუმენტების დამტკიცების შესახებ.


რაც შეეხება მქარგავის პროფესიულ სტანდარტსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტს, დარგობრივი საბჭოს მიერ არ იქნა გაზიარებული დოკუმენტების შემმუშავებელი ჯგუფების ცალკეული მიდგომები და დაუბრუნდა ინიციატორს შესაბამისი წინადადებებით.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge