კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

სემინარი მოდულური პროფესიული პროგრამების დანერგვასთან დაკავშირებით

16 ნოემბერი, 2015

 

 

14-15 ნოემბერს კაჭრეთში, სასტუმრო ,,ამბასადორში“, გაიმართა სემინარი მოდულური პროფესიული პროგრამების დანერგვის საკითხებთან დაკავშირებით.

სემინარში მონაწილეობდნენ გაეროს განვითრების პროგრამის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, განათლების მართვის  საინფორმაციო სისტემის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამისა და სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები.

სემინარზე განიხილეს: პროფესიული კვალიფიკაციები ახალი ეროვნული ჩარჩოს მიხედვით, მოდულური  პროფესიული  პროგრამების დანერგვის პროცესი და მოდულური პროგრამების განხორციელების პრაქტიკული მაგალითები, ასევე მოხდა მოდულური პროფესიული პროგრამების დანერგვის პროცესის მონიტორინგისა და მხარდაჭერის კონცეფციის გაცნობა, მოდულური  პროფესიული  პროგრამების  დანერგვის პროცესში გამოვლენილი პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, მომზადდა წინადადებები მათი გადაჭრისა და პრევენციის მიზნით, რაც შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს გადაეგზავნებათ.

შეხვედრის მონაწილეების მიერ სემინარზე მოდულების დანერგვის მიზნით გაწეული სამუშაოები დადებითად შეფასდა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge