კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

სამუშაო შეხვედრა სოფლის მეურნეობის პროგრამებისათვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით

1 დეკემბერი, 2015

 

30 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შედგა სამუშაო შეხვედრა ვეტერინარიის და მეცხოველეობის მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო მეცხოველეობის ფერმის ოპტიმალური მოდელის შემუშავების მიზნით.

შეხვედრაზე სსიპ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გააკეთეს მათ მიერ შექმნილი ფერმის არქიტექტურული პროექტის პრეზენტაცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის, გაეროს განვითარების პროგრამის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, კოლეჯების წარმომადგენლები და შესაბამისი მოდულური პროგრამების ავტორები.

ჩვენი მიზანია სპეციალისტებთან კონსულტირების გზით შევთანხმდეთ მეცხოველეობის არა ინდუსტრიული, არამედ სასწავლო ფერმის ისეთი მოდელზე, რომელიც ეფექტური იქნება დანახარჯების და უსაფრთხოების თვალსაზრისით და იმავდროულად სრულად იქნება მისადაგებული  საგანმანათლებლო საჭიროებებს- განაცხადა პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერმა კახაბერ ერაძემ.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge