კალენდარი

arrow მარტი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
262728293031
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

მეწარმეობის მოდული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელდა

22 თებერვალი, 2016

პროფესიულმა კოლეჯმა ,,იკაროსმა" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი მეწარმეობის მოდული პატიმართა ჯგუფთან სრულად განახორციელა. პროგრამის ფარგლებში შექმნილი სტუდენტთა სახელმძღვანელო და მასწავლებლის გზამკვლევი ადეკვატური აღმოჩნდა მოდულის სწავლებისათვის. 

"იკაროსში ვიზიტისას მომეცა შესაძლებლობა მენახა პატიმართა მიერ მეწარმეობის მოდულის ფარგლებში შესრულებული პროექტები. ეს სწორედ ისაა რაც მხედველობაში მქონდა მოდულის წერისას. თუმცა ჩემთვის საუკეთესო და ემოციური შეფასება იყო ერთ ერთი პატიმრის მინაწერი საკუთარ პროექტზე: "მეხის გავარდნას ჰგავდა მოსამართლის გადაწყვეტილება: მიესაჯოს სამწლიანი პატიმრობა... მაგრამ მოღრუბლულ ცაზე მზის გამონათებას ვადარებ ამ პროექტში მონაწილეობას". მიხარია, რომ მოდული წარმატებული და სიცოცხლის უნარიანია"- განაცხადა მოდულის ავტორმა კახაბერ ერაძემ.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge