კალენდარი

arrow დეკემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
1718
19
20212223
24252627282930
31      
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივი საბჭო ჩატარდა

2 მარტი, 2016

1 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განხილული იქნა სავალდებულო ზოგადი მოდულების ანალიზის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია, ასევე, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ ინიცირებული ქართული ენის სავალდებულო ზოგადი მოდულები (A2 და B1).

ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს ქართული ენის სავალდებულო ზოგადი მოდულების დამტკიცებასთან დაკავშირებით. ასევე, გაცემული იქნა რეკომენდაცია ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ 2006 წლის 18 დეკემბერს  შემუშავებულ დოკუმენტთან (2006/962/EEC), შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელდეს უკვე შემუშავებული სავალდებულო ზოგადი მოდულების გაანალიზება/გადამუშავება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge