კალენდარი

arrow დეკემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
1718
19
20212223
24252627282930
31      
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

შეხვედრა მოდულური პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა მხარდაჭერის ჯგუფის წევრებთან

28 აპრილი, 2016

 

27 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა მოდულური პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა მხარდაჭერის ჯგუფის წევრებთან.

შეხვედრაზე განხილული იყო 2015 წლის ნოემბერ–დეკემბრის თვეში განხორციელებული გარე მხარდაჭერის ვიზიტების ანგარიშების ანალიზი, ასევე  მოდულური პროგრამების დანერგვის  პროცესის  შიდა დაკვირვების  კითხვარების განახლებული ფორმები.   შიდა მხარდაჭერის ჯგუფების წევრებმა მიიღეს რეკომენდაციები კითხვარების ელექტრონულ ფორმატში წარმოების შესახებ.

შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები და დაისვა კითხვები საგანმანათლებლო მოდულური პროგრამების ადმინისტრირებისა და მოდულების განხორციელებისა და მათზე დაკვირვების  ოპტიმალური მიდგომების თაობაზე, რომლებზეც პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მხრიდან ამომწურავი პასუხები გაეცა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge