სიახლეები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) სხდომაში კუნძულ გოზოზე

24 მაისი, 2017

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) სხდომაში კუნძულ გოზოზე (მალტა), ბოლონიის პროცესის სამეთვალყურეო ჯგუფის მუშაობასა და ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული რეესტრის (EQAR) გენერალურ ასამბლეაში 2017 წლის 24-25 მაისს. დღის წესრიგი ითვალისწინებდა საკითხებს ბოლონიის რეფორმების დანერგვის მსვლელობის თაობაზე.
სხდომაზე იტალიამ წამოაყენა შემოთავაზება 2020 წლის მინისტრთა კონფერენციის იტალიაში ჩატარებასა და 2018 წლის ივლისიდან 2020 წლის ივლისამდე ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის სამდივნოს მასპინძლობაზე პასუხისმგებლობის აღების თაობაზე. ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფმა გადაწყვიტა მინისტრთა კონფერენციისათვის მიეცა რეკომენდაცია ამ მოწვევის მიღებისა და 2020 წლის მინისტრთა კონფერენციისა და სამდივნოს მასპიძლობის თაობაზე.
შემდეგი საკითხები იქნა განხილული სხდომაზე: სამუშაო ჯგუფების განახლებასთან დაკავშირებით, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ფუნდამენტური ღირებულებების თაობაზე, თემატური დისკუსია უმაღლეს განათლებაში ინივაციურ სწავლის მეთოდებზე, სამდივნოს ინფორმაცია 2018 წლის კონფერენციის თაობაზე, ანგარიში 2018 წლის მინისტრთა კონფერენციის კომუნიკეს და სავარაუდო პოლიტიკური ფორიმის განცხადების შემმუშავებელი კომიტეტის პირველ შეხვედრაზე, საკონსულტაციო წევრების ანგარიშები, ინფორმაციები ახალი თანა-თავმჯდომარეებისაგან (დეტალურად იხილეთ თანდართულ ოქმში).
25 მაისს გაიმართა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) გენერალური ასამბლეა. მის გენერალურ მდივნად აირჩიეს ქ-ნი მარია კელო.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge