კალენდარი

arrow სექტემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
1718192021
22
23
24252627282930
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

საერთაშორისო კონფერენციები

კვალიფიკაციების განვითარების მორიგი სამუშაო შეხვედრა.

12 სექტემბერი, 2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო 2018 წლის 4 სექტემბერს ქ. სტრაბურგში ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარების საკითხებს მიეძღვნა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა 37 ქვეყნის წარმომადგენელი.
შეხვედრაზე განსახილველი მათავარი თემები იყო - მოკლე ციკლის კვალიფიკაციების სრული ინტეგრაცია უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოში და ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩოში ”დემოკრატიული კულტურისათვის კომპეტენციების“ (CDC) ინტეგრირების გზების გამოკვეთა.
შეხვედრა გაგრძელდა სამუშაო გჯუფების ფორმატში, სადაც 5 სამუშაო ჯგუფში სხვადასხვა ქვეყნის წამომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ქვეყნის კვალიფიკაციების ჩარჩოებთან დაკავშირებული მიღწევები და გამოწვევები. მსჯელობისას გამოიკვეთა, რომ თითოეულ ქვეყანაში მოკლე ციკლის კვალიფიკაციები ეფუძნება განახლებული ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოთი (QF-EHEA) აღწერილ მეხუთე დონის განზოგადებულ შედეგებს და მათი მოცულობა განისაზღვრება მინიმიმ 120 ECTS -ით. ქვეყნების მიხედვით კვალიფიკაციების არაერთგვაროვნების გამო, მოკლე ციკლის კვალიფიკაციებთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემებად პროფესიული და უმაღლესი განათლების დონეებზე კომპეტენციების გამიჯვნა და ასევევ უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარება დასახელდა.
ევროპის საბჭო კოორდინაციას უწევს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოს (QF-EHEA) ქსელს, რომელიც პერიოდულად იკრიბება და განიხილავს ეროვნულ დონეზე უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეხვედრაზე პრეზენტაციებით წარსდგნენ: ლუკა ლანტერო - იტალიის BFUG სამდივნოს ხელმძღვანელი; მიხეილ კარპიზეკი - უმაღლესი განათლების ინსტიტუციების ევროპული ასოციაციის (EURASHE) გენერალური მდივანი; მაიკლ გრაჰემი - ევროპის განათლების ფონდი (ETF), კვალიფიკაციების სისტემების სპეციალისტი, სტრატეგიული პროექტის ხელმძღვანელი; ჰილიგჯეი ვანტლენდი - უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი.
პრეზენტატორებმა საკუთარ გამოსვლებში ისაუბრეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეხუთე დონის მოკლე ციკლის კვალიფიკაციების როლზე დასაქმებისა და შემდგომი სწავლის გაგრძელების უზრუნველყოფაში და ასევე დემოკრატიული კულტურის კომპეტენციათა მოდელზე (CDC), რომლის ინტეგრირება უნდა განხორციელდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში. კომპეტენციების ახალი კონცეპტუალური მოდელი მოქალაქეებისაგან მოითხოვს დემოკრატიულ კულტურაში მონაწილეობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას სხვებთან ერთად კულტურულად მრავალფეროვან გარემოში.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნულ დონეზე განახორციელა მოქმედი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ანალიზი და შედეგად შეიმუშავა განახლებული ჩარჩოს დოკუმენტი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან. განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების დოკუმენტის დამტკიცება ითვალისწინებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს. საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო და საბოლოო მესამე მოსმენა ჩანიშნულია სექტემბერის თვის მეორე ნახევარში.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge