საერთაშორისო კონფერენციები

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის კონფერენცია და გენერალური ასამბლეა

11 აპრილი, 2019

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი ვაშაკიძე 10 - 12 აპრილს მონაწილეობას იღებს პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში გამართულ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის კონფერენციასა და გენერალური ასამბლეაში, სადაც არჩეულ იქნა ასოციაციის ახალი პრეზიდენტი და განახლებული საბჭო. პრეზიდენტად შეირჩა მაიქლ მარფი, ირლანდიის ქორქის უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიტენტი. 

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ შეძლებენ უნივერსიტეტები ისეთი სტრატეგიების შემუშავებას, რომლებიც შესაბამისობაში მოვა მომავლის გამოწვევებთან და ხელს შეუწყობს ინოვაციური მიდგომების და ტექნოლოგიების განვითარებას უნივერსიტეტების მიერ.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge