კალენდარი

arrow დეკემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
1011121314
15
16
17181920212223
24252627282930
31      
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

საერთაშორისო კონფერენციები

სემინარი მათემატიკის კურიკულუმების მოდერნიზაციისთვის სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში

3 ივნისი, 2014

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ტემპუსის პროექტ MathGeAr*-ის ფარგლებში 2-3 ივნისს პროექტში ჩართული ორგანიზაციებისა და მოწვეული სტუმრებისათვის გაიმართა სემინარი. MathGeAr-ის შექმნის მიზანი სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მათემატიკის კურიკულუმების მოდერნიზაციაა.

პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს, სომხეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ფინეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. მისი კოორდინატორია ზაარლანდის უნივერსიტეტი. საქართველოს მხრიდან პროექტში მონაწილეობენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი.
 
სემინარის პირველ დღეს ზაარლანდის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა სერგეი სოსნოვსკიმ წარმოადგინა MathGeAr-ის პროექტის შესახებ პრეზენტაცია და მოწვეულ სტუმრებს - სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს-პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ საზოგადოებას გააცნო ფონდის მიერ მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამების განვითარებასთან დაკავშირებით ფონდის მიმდინარე და სამომავლო გეგმები.
 
ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ლიკა ღლონტმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მასში ჩართულ მხარეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
 
შეხვედრის მეორე დღეს ფინეთისა და საფრანგეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მათემატიკის კურიკულუმების განვითარების მეთოდოლოგიის შესახებ ისაუბრეს და ქართველ და სომეხ კოლეგებს თავიანთი ქვეყნების გამოცდილებები გაუზიარეს.
პროექტისა და მასში მონაწილე მხარეების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ პროექტის ვებგვერდზე - http://www.mathgear.eu/
 
 
* Modernization of Mathematics Curricula for Engineering and Natural Sciences in South Caucasian Universities by Introducing Modern Educational Technologies
სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მათემატიკის კურიკულუმების მოდერნიზაცია სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge