კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121314
15
161718
19202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

საერთაშორისო კონფერენციები

საქართველო ლიტველ მეცნიერებს ქართველ მეცნიერებთან ერთად ერთობლივი კვლევების განხორციელებაში მხარდაჭერას სთავაზობს

29 მაისი, 2015


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ლიტველ მეცნიერებს ქართველ მეცნიერებთან ერთად თანამშრომლობასა და ერთობლივი პუბლიკაციების გამოქვეყნებაში ხელშეწყობას ჰპირდება და ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2015 წლის ნოემბერში მეცნიერებისა და განათლებისადმი მიძღვნილ კვირეულზე თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს. ეს განცხადება 13 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მინისტერიალის კონფერენციასა და რიგით მეოთხე ბოლონიის პოლიტიკის ფორუმის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრის დროს გააკეთა. ქართულმა მხარემ აგრეთვე გამოთქვა სურვილი მხარი დაუჭიროს ლიტვაში ქართველოლოგიური სწავლების ცენტრს. 

მხარეებმა ისაუბრეს პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში ექსპერტთა გაცვლის შესაძლებლობების შესახებ. ლიტვის დელეგაციის წარმომადგენელმა ანტანას ლევიცკასმა აღნიშნა, რომ საქართველო და ლიტვა მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას და ლიტვა მზად არის, ითანამშრომლოს ხარისხის უზრუნველყოფის, მეცნიერების განვითარებისა და ზოგადი განათლების სფეროში ტექნიკური საგნების სწავლების საკითხებზე. ამ ეტაპისათვის, ლიტვაში ხარისხის უზრუნველყოფის განხორციელებაში ჩართულნი არიან საერთაშორისო ექსპერტები.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge