კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12
13
1415161718
19202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

საერთაშორისო კონფერენციები

ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

15 სექტემბერი, 2015

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფის მორიგ შეხვედრაში. შეხვედრა გაიმართა 7-9 სექტემბერს ქალაქ ლუქსემბურგში, ლუქსემბურგისა და ლიხტენშტეინის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში. შეხვედრაზე განხილულ იქნა ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფის შემდგომი სამწლიანი სამოქმედო გეგმა 2015-2018 წლებისათვის. ასევე, განისაზღვრა ბოლონიის პროცესის ფარგლებში სამუშაო ჯგუფები და მათი მოვალეობები. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფებში აქცენტი გაკეთდებოდა მონაწილე ქვეყნების მიერ როგორც ბოლო ათწლეულის მანძილზე განსაზღვრული მიზნების განხორციელებაზე, ასევე ინოვაციების ხელშეწყობასა და სამომავლო ხედვის ჩამოყალიბებაზე. შემდგომი სამი წლის განმავლობაში ჯგუფის საქმიანობა დაეფუძნება ერევნის კომუნიკესა და ბოლონიის პოლიტიკის მეოთხე ფორუმის განაცხადში აღნიშნულ მიზნებს.

მსგავსი ბმულები:

ერევნის კომუნიკე და ბოლონიის პროცესის განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტები

ბელორუსის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრა

თანამშრომლობა ესტონეთთან

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge