კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
192021
22
232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

საერთაშორისო კონფერენციები

ევრონესტის სოციალურ საკითხთა, საგანმანათლებლო, კულტურის და საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის სესია

10 ნოემბერი, 2015


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 5 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში გამართულ ევრონესტის სოციალურ საკითხთა, საგანმანათლებლო, კულტურისა და საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის სესიაში მიიღო მონაწილეობა. ევრონესტის სესია საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ გახსნა. გამოსვლისას მან შეაჯამა პარლამენტში 3-4 ნოემბერს გამართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მუშაობა. სესიას ესწრებოდნენ საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლები.


სხდომის თანათავმჯდომარემ აგნიეჟკა კოზლოვსკა-რადევიჩმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეა წარამოდგენს ევროპული და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების „ერთობლივ პროექტს“.

სხდომაზე გამოითქვა მოსაზრებები ევრონესტის მიერ მომზადებული ანგარიშის პროექტის „კვალიფიკაციების, სამუშაო გამოცდილებისა და უმაღლესი განათლების დიპლომების ბოლონიის პროცესის ფარგლებში ორმხრივი აღიარების შესახებ.“ დამსწრეებმა ანგარიშის პროექტში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადად 2016 წლის 29 იანვარი დაასახელეს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ნინო კოპალეიშვილმა ისაუბრა ასოცირების შეთანხმების განხორციელების გრძელვადიანი პოლიტიკის დოკუმენტის ფარგლებში განსაზღვრულ აქტივობებსა და ბოლონიის პროცესის ფარგლებში განხორციელებული მიღწევების შესახებ. სხდომას ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების დადასტურების სამსახურის უფროსი ანა მაისურაძე.

ევრონესტის ანგარიშის პროექტი „კვალიფიკაციების, სამუშაო გამოცდილებისა და უმაღლესი განათლების დიპლომების ბოლონიის პროცესის ფარგლებში ორმხრივი აღიარების შესახებ“

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge