კალენდარი

arrow თებერვალი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
1112131415
16
17
18192021222324
25262728   
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

საერთაშორისო კონფერენციები

პირველი სამუშაო შეხვედრა ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფების თანათავმჯდომარე ქვეყნების წარმომადგენლებთან

23 დეკემბერი, 2015


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფების თანათავმჯდომარე ქვეყნების წარმომადგენელთა პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა 17 დეკემბერს, ბრიუსელში ევროპულ სტუდენტთა კავშირის ოფისში გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სამუშაო ჯგუფების ტექნიკური დავალებებისა და ბოლონიის პროცესის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა, სამუშაო ჯგუფების 2016 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა-მომზადება და ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლობის შესაძლებლობების შეთანხმება სხვა თანათავმჯდომარე ქვეყნების წარმომადგენლებთან.

ბოლონიის პროცესის მეორე სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში 2016 წელს საქართველო უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „უმაღლესი განათლების ზეგავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე“. ასევე, საერთაშორისო სემინარს „განვითარებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში“.

2016 წლის განმავლობაში სამუშაო ჯგუფები იმუშავებენ ბოლონიის პროცესის განხორციელების, მონიტორინგის, სამომავლო მიზნების განსაზღვრის, უმაღლეს განათლებაში ინოვაციების ხელშეწყობის საკითხებზე. ასევე, შექმნილია მრჩეველთა ჯგუფები ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში საერთაშორისო თანამშრომლობის, ბელარუსის სამოქმედო გეგმის განხორციელების, ბოლონიის პროცესის ვალდებულებების განუხორციელებლობისა და დიპლომის დანართის პროექტისათვის რეკომენდაციების მომზადების შესახებ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები ცალკეულ ევროპულ ორგანიზაციებთან.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge