კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

ხარისხის მართვის ევროპულ ფონდთან (EFQM) თანამშრომლობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) სერტიფიკატი გადაეცა

4 ივლისი, 2016

პირველ ივლისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) წარმომადგენელი დოქტორი სიუზან კალდშმიდტი და გერმანიის საერთაშორისო თანამეგობრობის საზოგადოების (GIZ) მენეჯერი იოჰამ ტაისი ეწვივნენ. სტუმრებმა ცენტრის თანამშრომლებს EFQM-ის შიდა ხარისხის მართვის მოდელის დანერგვის წარმატებით დასრულება მიულოცეს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის სერტიფიკატი გადასცეს. 

ცენტრის მიერ EFQM-ის შიდა ხარისხის მართვის მოდელის დანერგვა 18 აპრილს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) ვალიდატორმა, ბატონმა მარკ გარნეიმ დადებითად შეაფასა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge