კალენდარი

arrow დეკემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
91011131415
16171819202122
23242526272829
3031     

ხარისხის მართვის ევროპულ ფონდთან (EFQM) თანამშრომლობა

ხარისხის მართვის მოდელის დანერგვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

13 ივლისი, 2015

2015 წლის 10 ივლისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, ხარისხის მართვის ევროპული ფონდის  „წარმატების მოდელის“ (EFQM Excellence Model)დანერგვის თაობაზე.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა ისაუბრა აღნიშნული მოდელის მუშაობის ძირითად პრინციპებზე და მოდელის დანერგვის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრას წინ უძღოდა 3-4 და 11-12 ივნისს სამუშაო ჯგუფისთვის ჩატარებული ტრენინგები, რომელსაც უძღვებოდა ხარისხის მართვის ევროპული ფონდის კონსულტანტი, სუზან კალდშმიტი.

მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგება 18-19 ივლისს.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ასევე პროფესიულ საგანმანთლებლო დაწესებულებებში, ხარისხის მართვის ევროპული ფონდის „წარმატების მოდელის“ დანერგვა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)მხარდაჭერით.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge