კალენდარი

arrow მაისი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
293031   
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

ტრენინგები

სამუშაო შეხვედრები თემაზე „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მისია და სტრატეგიული დაგეგმვა“

20 თებერვალი, 2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში გრძელდება სამუშაო შეხვედრები თემაზე „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მისია და სტრატეგიული დაგეგმვა“. 

შეხვედრებს უძღვება ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარინე ჩიტაშვილი. სამუშაო შეხვედრები ეტაპობრივად ტარდება იმ უმაღლესი საგანმანათლებლოდაწესებულებებისათვის, რომლებსაც 2018 წელს განახლებული, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნების შესაბამისი, ავტორიზაციის სტანდარტებით უწევთ ავტორიზაციის გავლა. 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მსგავსი სახის შეხვედრები და კონსულტაციები, საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფორმირებას, რაც ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების 2017-2020 წლების დღის წესრიგში.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge