კალენდარი

arrow მაისი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
293031   
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

ტრენინგები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე-ბულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ტრენინგები მიმდინარეობს

6 მარტი, 2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავს განახლებული, ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ავტორიზაციის სტანდარტების, მოქმედი რეგულაციებისა და პროცედურების განხილვას. ამასთან, შეფასდება ექსპერტთა მომზადების დონე, რის შედეგადაც დაკომპლექტდება ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც 2018 წელს მონაწილეობას მიიღებენ განახლებული სისტემის შესაბამისად უმაღლესების საავტორიზაციო შეფასებებში.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში არიან სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და დამსაქმებლები.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში, ქართველ ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის რანგში საერთაშორისოექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.

ექსპერტთა მუშაობის გაუმჯობესების და ობიექტური შეფასების უზრუნველყოფის მიზნით, მოხდება ექსპერტთა საქმიანობის წესის, ეთიკის კოდექსის და ანაზღაურების წესის განხილვა. ამასთან, მუდმივად მოხდება ექსპერტთა საქმიანობის შეფასება. ექსპერტთა საქმიანობას შეაფასებენ, როგორ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე ცენტრის წარმომადგენელი და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge