კალენდარი

arrow მარტი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
29
3031     

სიახლეები

სტუდენტური ფორუმის მონაწილეები სტუდენტური დასაქმების პროგრამას გაეცნენ

3 ივნისი, 2012

1–6 ივნისს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ბათუმში სტუდენტურ ორგანიზაციათა საერთაშორისო ფორუმს მართავს, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 35 ქვეყნის 70 სტუდენტური ორგანიზაცია იღებს. დღეს, ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა დასაქმების პროექტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ მოადგილნოდარ სურგულაძემ და ”Summer Job” პროექტის სპიკერმა მარიამ საჯაიამ   წარუდგინეს.

 
მარიამ საჯაიამ გერმანიის, საფრანგეთის, უნგრეთის, აშშ–ს, თურქეთის, იაპონიის, ბალტიისპირეთის და კავკასიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ახალი პროექტი,  რომელიც საქართველოში წელს პირველად ხორციელდება და  ზაფხულის არდადეგების პერიოდში ოცდახუთი ათასს სტუდენტს დაასაქმებს. პროგრამა 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები მონაწილეობენ.

 
სტუდენტთა დასაქმების პროგრამამ ფორუმის მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. უცხოელმა სტუდენტებმა თავიანთ ქვეყანაში არსებულ ანალოგიურ პროექტთან პალელებიც გაავლეს და აღნიშნეს, რომ ასეთი პროგრამები ბევრ ქვეყანაშია დანერგილი და წარმატებით ხორციელდება. მათ წამატება  ქართულ პროექტსაც უსურვეს.

 
ბათუმში მიმდინარე ფორუმზე მონაწილეები მსჯელობენ ახალგაზრდობის პოლიტიკასა და მომავალ პერსექტივებზე,  მსოფლიო ახალგაზრდობის დღევანდელ გამოწვევებზე, ხვდებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ეცნობიან საქართველოს უახლეს პროექტებს.  დასასრულს ორგანიზაციები, რომლებიც წელს შეუერთდებიან ფორუმს, ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტი 2011 წელს გამართულ სტუდენტურ ორგანიზაციათა თბილისის საერთაშორისო ფორუმზე მომზადდა და მას 18 სტუდენტური ორგანიზაცია შეუერთდა.

 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, სტუდენტურ ორგანიზაციათა საქართველოს საერთაშორისო ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება და მსოფლიო ახალგაზრდობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად იქცევა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge