კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1
2
345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

საქართველოს პროფესიული კოლეჯების სტუდენტები WorldSkills-ის კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას

15 ივნისი, 2012

2013 წლის 2-7 ივლისს გერმანიის ქალაქი ლაიპციგი გლობალურ პროფესიულ საგანმანათლებლო მოვლენას უმასპინძლებს. აქ WorldSkills-ის 42-ე კონკურსი ჩატარდება, რომელშიც საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დღეს გაიმართა პირველი საორგანიზაციო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), საქართველოში გერმანიის ბიზნესის ასოციაციის და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე  დაისახა სამოქმედო გეგმები და გაიმართა მსჯელობა WorldSkills-ის კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო საკითხების მოსაგვარებლად.


WorldSkills-ის კონკურსში მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას და პოპულარიზაციას და კიდევ უფრო გაზრდის პროფესიული განათლების მნიშვნელობას.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge