კალენდარი

arrow ოქტომბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
262728293031 

სიახლეები

შეხვედრა ეროვნული შეფასების საერთაშორისო ექსპერტებთან

29 ივნისი, 2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეულ ეროვნული შეფასების საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობდნენ.


ცენტრის დირექტორის მოადგილემ თამარ მამუკელაშვილმა და ეროვნული შეფასების სამმართველოს თანამშრომლებმა შეხვედრები გამართეს განათლების კონსულტანტ ტომას კელაგენსა და დუბლინის წმ. პატრიკის სახელობის საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ვინსენტ გრინთან. ცნობილი ექსპერტები დაინტერესებულნი არიან საქართველოში ეროვნული შეფასების მიმდინარეობით და ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობით. ექსპერტებმა ცენტრის თანამშრომლებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და საინტერესო რეკომენდაციები გაუწიეს ეროვნული შეფასების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ. უცხოელმა ექსპერტებმა ასევე წარმოადგინეს პრეზენტაცია საკლასო შეფასების შესახებ.


შეხვედრები საერთაშორისო ექსპერტებთან მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ტომას კელაგენი და ვინსენტ გრინი შეხვდნენ ეროვნული შეფასების საგნობრივი ჯგუფების წევრებს და სხვა მოწვეულ სტუმრებს. შეხვედრებზე განიხილებოდა ეროვნული შეფასების ცალკეული ეტაპები და პროცესის წარმართვის გზები.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge