კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

არაფორმალური განათლების აღიარების საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა

25 ოქტომბერი, 2016


18-19 ოქტომბერს გაეროს განვითარების პროგრამის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით სასტუმრო „ციტრუსში“ ჩატარდა ტრენინგი არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირების შესახებ.

არაფორმალური განათლების აღიარება დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ ფორმალური განათლებისგან დამოუკიდებლად, არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნის აღიარება და მიიღონ სრული პროფესიული კვალიფიკაცია ან დააგროვონ კრედიტები კვალიფიკაციის სამომავლოდ მისაღებად.

ტრენინგში მონაწილეობდნენ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები, აღიარების კომისიის წევრები, მათ შორის, დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები და არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტები. მონაწილეები ტრენინგზე გაეცნენ არაფორმალური განათლების აღიარების მეთოდოლოგიას, რომელიც მომზადდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ფარგლებში „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“. ამავე პროექტის ექსპერტებმა ტრენინგის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია აღიარების პროცედურებისა და ეტაპების შესახებ. 

არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირება შერჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში წელს განხორციელდება და მოიცავს ორ სფეროს - სოფლის მეურნეობას (გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით) და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (ათასწლეულის ფონდის მხარდაჭერით).

 

 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge