კალენდარი

arrow აპრილი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930     
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

4 ნოემბერი, 2016


საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილებები შევიდა.

2016 წლის 4 ნოემბრიდან ცვლილებები შევიდა საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში.

ცვლილებების მიზანს წარმოადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარების მომსახურებების ხარისხის გაუმჯობესება, რაც დადებითად აისახება მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული, ეფექტიანი და ეფექტური სერვისების არსებობაზე.

ცვლილების თანახმად, დაზუსტდა პროცედურები და კიდევ უკეთ დაკონკრეტდა ყველა დოკუმენტაციის აუცილებლობა, რასაც დაეყრდნობა მიღებული გადაწყვეტილებები. აგრეთვე, მკაფიოდ გაემიჯნა ერთმანეთისგან სხვადასხვა სახის მომსახურებები.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დარეკოთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2 200 220

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge