კალენდარი

arrow მაისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627283031

სიახლეები

შეხვედრა პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან

19 ივლისი, 2012

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი კოლეჯების წარმომადგენლები.


შეხვედრაზე მხარეებმა პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს და ერთმანეთს აზრები გაუზიარეს. საზოგადოებრივი კოლეჯების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს თავიანთი წინადადებები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ლიბერალური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თაობაზე. აქცენტები გაკეთდა პროფესიული საგანამანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის მექანიზმებზე.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge