კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1234
5
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირება დასრულდა

12 დეკემბერი, 2016


გაეროს განვითარების პროგრამისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირება სოფლის მეურნეობის სფეროში. პირველ დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამის, ათასწლეულის ფონდი - საქართველოს და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ანგარიში არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირების შესახებ. პილოტირების პროცესში მონაწილეობდა ორი საზოგადოებრივი კოლეჯი: სსიპ - საზოგადოებრვი კოლეჯი „აისი“ და სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“. აღიარებაში ჩართულმა პირებმა (კომისიის წევრები, კონსულტანტები და სხვ.) გაიარეს ტრენინგი და ინსტენსიური კონსულტაციები პროცესის უხარვეზოდ წარმართვისათვის, მონიტორინგის საფუძველზე კი მომზადდა რეკომენდაციები მეთოდოლოგიისა და პროცედურების დახვეწის მიზნით.

არაფორმალური განათლების აღიარების მეთოდოლოგია მომზადებულია MCA_G პროექტის ფარგლებში "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის".

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge