კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6
789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

მობილობის პროცესი იწყება

31 ივლისი, 2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტუდენტთა მობილობის პროცედურა გამარტივდა და 2012 წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის ვადა 1 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით განისაზღვრა.

 
ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის მსურველმა სტუდენტებმა თავიანთი არჩევანი ელექტრონულ პორტალზე  უნდა დააფიქსირონ, რომელიც 1 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ამოქმედდება.

 
სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტექნიკურად მნიშვნელოვნად დახვეწა ელექტრონული პორტალის მუშაობა, გაამარტივა რეგისტრაციის პროცესი და შედეგად, 2012 წლის საშემოდგომო მობილობა სტუდენტებისთვის მაქსიმალურად გამარტივებული იქნება.

 
ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია პირადი თერთმეტნიშნა ნომრით, რომლის საშუალებითაც სტუდენტი მომხმარებლის სახელსა და პაროლს დააფიქსირებს, შექმნის შესაბამის პროფილს. არჩევანის რეგისტრაციისათვის მან სასურველი პროგრამები უნდა მონიშნოს.

 
მობილობის მსურველს უფლება აქვს, პრიორიტეტების გათვალისწინებით, მაქსიმუმ 5 ფაკულტეტი ან პროგრამა აირჩიოს. ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შეუზღუდავი რაოდენობით შეეძლებათ შეცვალონ  პროგრამები.


მობილობის მსურველ სტუდენტს, სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვება მხოლოდ აკრედიტებულ პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში.

 
სტუდენტები მობილობაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

 
მობილობის გადასახადისგან თავისუფლდებიან სტუდენტები, რომელთა ოჯახებიც, მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პერიოდში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge