კალენდარი

arrow თებერვალი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
181921222324
25262728   
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსები მოსწავლეებისთვის

30 იანვარი, 2017


25 იანვარს საორიენტაციო და მოსამზადებელ პროგრამაში მოსწავლეთა ჩართვის მიზნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მცხეთის რაიონში, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს ესტუმრნენ. კოლეჯში გამართულ შეხვედრას ახლომდებარე სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა კოლეჯის ადმინისტრაციისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია საორიენტაციო და მოსამზადებელი პროგრამის შესახებ.

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი მოსწავლეებს სთავაზობს საორიენტაციო და მოსამზადებელ პროგრამას ორი მიმართულებით: მებაღეობა და სანტექნიკური სამუშაოების წარმოება. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები სახალისო და საინტერესო სწავლების მეშვეობით პრაქტიკულად გაეცნობიან სხვადახვა პროფესიას. სწავლების პროცესი მიზნად ისახავს მოზარდების თვითგამორკვევის ხელშეწყობას, მათთვის შრომითი უნარების, კონკრეტული პროფესიული კომპეტენციების განვითარებას და მომზადებას შემდგომი განათლებისა თუ დასაქმებისთვის.

პროგრამა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge