კალენდარი

arrow აგვისტო 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
346789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

სიახლეები

ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა

28 მარტი, 2017


27 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განიხილეს დეკორატიული და გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტის, ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტის, ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტის, თექის ოსტატის, ღონისძიების დიზაინერის, იუველირის, მემინანქრის, მქარგავის, ფოტოგრაფის, პიანისტ-აკომპანიატორის, მუსიკის რეპეტიტორის ჩარჩო დოკუმენტების ცვლილებები.

სხდომაზე, ასევე განიხილეს ადრეული განათლების სპეციალისტის პროფესიული სტანდარტი და სკოლამდელი აღზრდის პროფესიული საგანმანათლებლო ჩარჩო დოკუმენტი. საბჭოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს ცენტრის დირექტორს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ცვლილებების დასამტკიცებლად.

ადრეული განათლების სპეციალისტის პროფესიულ სტანდარტსა და სკოლამდელი აღზრდის პროფესიული საგანმანათლებლო ჩარჩო დოკუმენტთან დაკავშირებით საბჭოს წევრებმა რეკომენდაციები გასცეს.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge