კალენდარი

arrow თებერვალი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
171820212223
242526272829 

სიახლეები

ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ოპტიმიზირებული ჩარჩო დოკუმენტის პროექტი

19 აპრილი, 2017


"ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების პროგრამებში სწავლების ერთიანი მოდელის დანერგვა საქართველოს რეგიონებში" პროექტის ფარგლებში გარე ინიციატორმა წარმოადგინა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ოპტიმიზირებული ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს სამი პროფესიული პროგრამის დანერგვის შესაძლებლობას - მესამე საფეხურის ინფორმაციული მხარდაჭერის ტექნოლოგიები, მეოთხე საფეხურის კომპიუტერული ქსელები და სისტემები, მეხუთე საფეხურის კომპიუტერული ქსელები. ოპტიმიზირების პროცესი მოიცავდა პროფესიულ განათლებაში დასანერგი IT სფეროს კვალიფიკაციების შესახებ ანალიზის დოკუმენტის შემუშავებას, რომელიც ეყრდნობა დასაქმებისა და განათლების საერთაშორისო და ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული კლასიფიკატორის აღმწერებს.

შემუშავებული დოკუმენტების განხილვისა და სფეროს წარმომადგენლებთან პოზიციების შეჯერების მიზნით გთავაზობთ საჯარო განხილვას მიმდინარე წლის 25 აპრილს 17:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

წარმოგიდგენთ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის პროექტს, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ და განხილვისას წარმოადგინოთ თქვენი მოსაზრებები.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge