კალენდარი

arrow აგვისტო 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
345
6
789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

სიახლეები

მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

16 მაისი, 2017


15 მაისს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით შპს ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემიაში ჩატარდა ტრენინგი მოდულური პროგრამების და მოდულების ადაპტირების შესახებ, რომელსაც უძღვებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები.

ტრენინგს ესწრებოდნენ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლები და პროფესიული განათლების მასწავლებლები. პრეზენტაციების გარდა, ტრენინგის მსვლელობისას დამსწრე პირები სამუშაო ჯგუფებად განაწილდნენ და მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის ძირითადი დოკუმენტის, მოდულების ადაპტირებისა და სასწავლო გეგმების შედგენაზე იმუშავეს.

ტრენინგის ბოლო ნაწილში ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა კახაბერ ერაძემ მონაწილეებს ავტორიზაციის დებულებაში შესული ცვლილებები დეტალურად გააცნო და დამსწრე საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

მსგავსი სახის შეხვედრები ხელს შეუწყობს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა ხარისხის მექანიზმების განვითარებას და მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის გაზრდილ მასშტაბებს.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge