კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

17 მაისი, 2017

გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის №77/ნ ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში“.

განხორციელებული ცვლილებების თანახმად, შეიცვალა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები და ავტორიზაციის პროცედურები, მათ შორის - ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის ვადებიც.

ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის განვითარებას, შედეგების შეფასებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბებას, სტუდენტებზე ორიენტირებული განათლების ხელშეწყობას, საერთაშორისო დონეზე საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარებასა და სანდოობას. ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულებასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანებას ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში (ENQA).

გთხოვთ, გაეცნოთ, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებულ სტანდარტებს, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცედურებს შემდეგ მისამართებზე:

http://eqe.gov.ge/geo/static/131/authorisation/standards


http://eqe.gov.ge/res/docs/99N_16.05.2017.pdf

 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge