კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
192022232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების პროცესი დაიწყო

31 მაისი, 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის - უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების - შემუშავება-განხილვისა და დამტკიცების პროცესი დაიწყო.

საზღვაო ტრანსპორტის სფეროში დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების და ამოქმედების აუცილებლობა განაპირობა საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილმა ვალდებულებებმა, აგრეთვე, საზღვაო ტრანსპორტის დარგის განვითარების მიზნით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თავსებადი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განხორციელების საჭიროებამ.

მიმდინარე წლის 30 მაისს ცენტრში ტრანსპორტის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. საბჭომ, რომელიც დაკომპლექტებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ რეკომენდირებული დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, საზღვაო ტრანსპორტის სფეროს (კერძოდ, საზღვაო ნავიგაციის, საზღვაო ინჟინერიის, საზღვაო ელექტროინჟინერიის) უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლები განიხილა.

საბჭოს წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს დარგობრივი მახასიათებლების წარმოდგენილ პროექტებს, დაადასტურეს მათი მაღალი ხარისხი და სრული შესაბამისობა საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებთან და უმაღლესი განათლების ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან. საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ცენტრის დირექტორისათვის „საზღვაო ნავიგაციის“, „საზღვაო ინჟინერიის“ და „საზღვაო ელექტროინჟინერიის“ უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების დასამტკიცებლად წარდგენის რეკომენდაციას.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge