კალენდარი

arrow მაისი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21
222324252627
28293031   
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი კორპუსი შეიქმნა

16 ივნისი, 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა ახალი კორპუსი შეიქმნა.

ექსპერტები სოციალური პარტნიორობის პრინციპით შექმნილმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია. კომისიის შემადგენლობაში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, კერძო და საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და ცენტრის წარმომადგენლები შედიოდნენ. 


ექსპერტთა ახალი კორპუსი განათლების ექსპერტებთან ერთად დარგობრივი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით შეივსო, რაც ცენტრს შესაძლებლობას მისცემს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფები საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი პროგრამების სპეციფიკის შესაბამისად დააკომპლექტოს. ეს ცენტრის მიერ დაგეგმილ სხვა ღონისძიებეთან ერთად პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ცენტრი ავტორიზაციის განახლებული პროცედურებით და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა განახლებული შემადგენლობით იწყებს მუშაობას.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge