კალენდარი

arrow ოქტომბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
161718192021
22232425262728
293031    
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

კონფერენცია - „პროფესიული განათლების სიახლეები და გამოწვევები - გაიმართა

22 ივნისი, 2017

20 ივნისს განათლების ხარისხისგანვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის  წარმომადგენლები დაესწრნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში გამართულ პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა რიგით მეორეკონფერენციას.

კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ და ეძღვნებოდა თემას „პროფესიული განათლების სიახლეები და გამოწვევები“.  

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები მოიცავდა პროფესიული განათლების ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ჯანდაცვა, ბიზნესი და ადმინისტრირება, სამართალი, აგრარული მეცნიერებები. ასევე, აქცენტები იქნა გაკეთებული სწავლების მეთოდოლოგიურ ასპექტებზე, მოდულური სწავლების უპირატესობებზე, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სპეციფიკაზე, პროფესიის არჩევის ასპექტებსა და პროფესიულ ორიენტაციაზე.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები მიმართული იყო პროფესიულ სტუდენტთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერება/განვითარებაზე.

 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge