კალენდარი

arrow ივლისი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
171819202122
23242526272829
3031     
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

დისკუსია თემაზე: განათლება და დასაქმება

18 ივლისი, 2017

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) ოფისში 2017 წლის 15 ივლისს საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე „განათლება და დასაქმება“.
დისკუსიის ფორმატში განხილული იყო საკითხები, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს პროფესიული და უმაღლესი განათლების არსებული შეთავაზებები, ასევე თუ რა კეთდება იმისათვის, რომ შეიცვალოს ახალგაზრდებში არსებული სტერეოტიპული მოთხოვნა გარკვეულ პროფესიებზე.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, კახაბერ ერაძემ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დამსაქმებელთა ასოციაციის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საკითხით დაინტერესებულმა ფართო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge