კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1234
5
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

13 დეკემბერი, 2012

სასტუმრო „ვერე პალასში“ თემაზე - „ხარისხის განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში“ ევროკავშირისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.  

აღნიშნული პროექტი  ევროკავშირის სექტორული დახმარების პროგრამის ”პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორული მხარდაჭერა საქართველოში” ტექნიკური დახმარების კომპონენტს წარმოადგენს და მისი ბიუჯეტი  2 მილიონ ევროს შეადგენს.

ტექნიკური დახმარების პროექტი  ორ კომპონენტს მოიცავს. პირველი კომპონენტი პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებას, ხოლო მეორე კომპონენტი - პროფესიულ განათლებაში ჩართული მხარეების შესაძლებლობების ამაღლებას უკავშირდება.

”ვერე პალასში” გამართულ ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები,  სოციალური პარტნიორები, კერძო და საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge