კალენდარი

arrow ივნისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
124567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

სიახლეები

დამტკიცდა მასწავლებლის განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი

25 ოქტომბერი, 2011

კვალიფიციური მასწავლებლის მომზადება სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მასწავლებლის პროფესიონალიზმი მნიშვნელოვნად განაპირობებს სკოლაში სწავლებისა და სწავლის ხარისხს.

მასწავლებლის განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი განსაზღვრავს იმ მინიმალურ კომპეტენციებს, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამამ უნდა განუვითაროს მომავალ მასწავლებელს. დოკუმენტი ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, საქართველოს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოსა და უმაღლესი განათლების ევროული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოს.
დარგობრივი დოკუმენტი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი, მოქნილი, სტუდენტზე ორიენტირებული პროგრამების შექმნას.
დოკუმენტის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრებისა და პედაგოგიური საზოგადოების წარმომადგენლები. სფეროს წარმომადგენლენთან სისტემატიურად იმართებოდა აკადემიური სამიტები, სამუშაო შეხვედრები და სემინარები.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge