კალენდარი

arrow ოქტომბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
151617182021
22232425262728
293031    
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენელთათვის სემინარები დასრულდა

7 აგვისტო, 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა დაასრულა სემინარების ციკლი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირებისათვის.

დასკვნით სემინარს ქუთაისში, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტმა უმასპინძლა. სემინარი მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა კომპეტენციის ამაღლებას მოდულური პროგრამების შემუშავების, მათ შორის დუალური მიდგომით მათი განხორციელების, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ეფექტურობის გაძლიერების საკითხებში, ასევე ავტორიზაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.

ღონისძიება მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობისას, მათ შორის მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესის ხელშეწყობის მიზნით. ჩატარებულ სემინარებს საქართველოს მასშტაბით მოდულური პროგრამების განხორციელებაში ჩართული საგანმანათლებლო დაწესებულებები ესწრებოდნენ.

2019 წლისათვის ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოდულური პროგრამებით უნდა ჩანაცვლდეს. შესაბამისად, ცენტრი ინტენსიურად ახორციელებს ავტორიზებულ დაწესებულებათა და სხვა დაინტერესებული პირების კონსულტირებას.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge