კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
212223242526
27
282930    

სიახლეები

2017-2018 წლის საშემოდგომო მობილობა - ღია კარის დღე გაიმართა

8 აგვისტო, 2017

017-2018 წლის საშემოდგომო სემესტრის მობილობასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისთვის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა. 

შეხვედრაზე მოსულ სტუდენტებს ცენტრის რეესტრის სამმართველოს თანამშრომლებმა განუმარტეს მობილობის პროცედურები, ელექტრონულ პორტალზე - students.eqe.ge - რეგისტრაციის წესი, მიაწოდეს ინფორმაცია სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის შემთხვევაში მობილობით სარგებლობის, გრანტის გადატანის, პრიორიტეტის არჩევისა და მათთვის საინტერესო სხვა საკითხებთან დაკავშირებით. 

მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები

მომდევნო ღია კარის დღე  15 აგვისტოს 11:00 საათზე გაიმართება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge