კალენდარი

arrow ივნისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
12345
6
7
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

სიახლეები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

28 დეკემბერი, 2012

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი დვალმა და მისი კომისიის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი გიორგი მარგველაშვილი, მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ზურაბიშვილი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
 
შეხვედრის მიზანს აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვის გზების ძიება წარმოადგენდა. რეფორმების სახელმწიფო კომისიის მიერ წარმოდგენილი კონცეფციის განხორციელებაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განსაკუთრებული ფუნქცია და მოვალეობა ეკისრება.
 
შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ერთობლივი ინიციატივების შესახებ.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge